"Maxin AI" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე

"მაქსინ ეი აი"დაარსდა 2017 წელს და წარმოადგენს ლიდერ კომპანიას AI Consulting-ის მიმართულებით საქართველოში.
Maxin AI" პროგრამულ უზრუნველყოფას უწევს კომპანიებს აშშ-დან და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური აღრიცხვის ყოველდღიური წარმოება და მონიტორინგი IFRS სტანდარტებზე დაყრდნობით, საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით;
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა, დაარქივება;
** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი და მონიტორინგი;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ცვეთის დარიცხვა და კონტროლი;
** ხელფასის გაანგარიშება/დარიცხვა/გადარიცხვა;
** საბანკო ამონაწერების დამუშავება;
** ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი;
** RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, შემოწმება და კანონით განსაზღვრულ ვადებში წარდგენა;
** სხვადასხვა სახის ბუღალტრული რეპორტების მომზადება;
** პერიოდული ფინანსური უწყისების და ანგარიშების მომზადება;
** სხვა ბუღალტრული საქმიანობები, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება საბუღალტრო ან ფინანსური განხრით (ACCA-ს პირველი დონის სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის კარგი ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული;
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები;
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

ანაზღაურება: 3000 ლარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში CV გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: hr@maxinai.com და "Subject"-ში მიუთითეთ "მთავარი ბუღალტერი".